განხილვის თემაა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი განცხადება, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი პარტიაში ახალი კომიტეტის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, მის თავმჯდომარედ კი პარტიიდან შიდა დაპირისპირების ფონზე წასულ კობა ნაყოფიას განიხილავს. უკავშირდება თუ არა სააკაშვილის გადაწყვეტილება პარტიის მოქმედი მენეჯმენტით უკმაყოფილებას, ან რატომ დებს ფსონს სააკაშვილი პარტიაში კობა ნაყოფიაზე – სანამ შეთავაზების ადრესატი გადაწყვეტილებას მიიღებს, ახალი გაერთიანებების ფორმირებით არის დაკავებული დანარჩენი ოპოზიციაც.
დაუსრულებელი საკადრო ცვლილებები და წარსულში დაპირისპირებულების გაერთიანება, მმართველი გუნდისთვის ოპონენტების სისუსტეზე მიანიშნებს, სადაც ამბობენ, რომ ოპოზიცია კრიზისიდან გამოსვლას ისევ ვერ ახერხებს.