მორიგი დაანონსებული აქციები სააკაშვილის მხარდასაჭერად

მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ამჯერად რუსი ბლოგერი და უფლებადამცველი აქტიურდება.

მარკ ფეიგინი ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი საპროტესტო აქციებით ცდილობს. ბლოგერი 4 იანვარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის გამართვის ინიციატივით გამოდის. „გადავარჩინოთ მიშა“ – ასეთი უნდა იყოს ფეიგინის აზრით იმ გამოსვლების ლოზუნგი, რომლებიც საქართველოს საელჩოების შენობებთან არის დასაგეგმი. დაანონსებული აქციები, სავარაუდოდ, დახმარების იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ბლოგერმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა. ოპოზიციის ნაწილისგან გასხვავებით, რუსი უფლებადამცველის მოწოდების შეფასებისას თავშეკავებული აღმოჩნდა სააკაშვილის პარტია. „ქართული ოცნებისთვის“ კი ფეიგინის აქტიურობა წინასწარ გაწერილი პიარ-კამპანიის ნაწილია.