მორიგი ბრალდება მტკიცებულებების გარეშე

უკრაინიდან ბრალდებების სერია გრძელდება.

საქართველოს ხელისუფლებას სანქციების გვერდის ასავლელად რუსეთის დახმარებაში ამჯერად დავით არახამია ადანაშაულებს. მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მთავრობის და დეპუტატების საეჭვო ტრანზაქციებზე საუბრობს და შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას აანონსებს, საკუთარი მძიმე ბრალდების დასტურად კი ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის მიერ მომზადებული რეპორტაჟი მოჰყავს, სადაც ბათუმის ნავსადგურში სანქცირებული პროდუქციით დატვირთული გემის შესვლასა და საქონლის უკანონო ტრანზიტის გეგმაზეა საუბარი. ამ თემაზე შესაბამის უწყებებს დღეს არაერთი განმარტების გაკეთება მოუხდათ. თურქული დროშის ქვეშ მცურავმა გემმა პორტი უკვე დატოვა, რადგან, როგორც ტვირთის შემოწმებისას აღმოჩნდა, ნავთობპროდუქტი სანქცირებულ კომპანიას ეკუთვნოდა. მმართველი გუნდი მტკიცებულებების გარეშე უკრაინელი მაღალჩინოსნების მძიმე ბრალდებებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევად განიხილავს.