უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” საფრანგეთი დაამარცხეს.
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთის თანატოლთა გუნდი დაამარცხა.
უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთში 6 თებერვლიდან არიან და ამ ქვეყნის ნაკრების ბაზაზე 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ფრანგებთან პირველი მატჩი ქართველებმა 19:24 წააგეს. ამჯერად კი შეხვედრა საქართველოს უპირატესობით წარიმართა და 14:0 დამაჯერებლი გამარჯვებით დასრულდა.
დღეს საღამოს კი საქართველოს ეროვნული ნაკრები ითამაშებს. 2018 წლის რაგბი ევროპის მეორე ტურში, “ბორჯღალოსნები” ოფენბახში, გერმანიას შეხვდებიან.