„მოქალაქეების“ მოთხოვნა

პენსიონერების მიერ პენსიის წინასწარ მიღებაზე „ლიბერთი ბანკში“ მოქმედი საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირდეს.

პარტია „მოქალაქეების“ განცხადებით, 36 %-ანი განაკვეთი უსამართლოდ მაღალია. ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის გამართვას და მასში „ლიბერთი ბანკის“, ეროვნული ბანკის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მისვლას მოითხოვენ. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები საკითხზე დღეს უშუალოდ პენსიონერებს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს ინფორმაცია, როგორ ისახება მათ სოციალურ მდგომარეობაზე ეს მაღალი საპროცენტო განაკვეთი.