ბათუმში, ჯავახიშვილის №47-ში მცხოვრებლები ბინებს ტოვებენ.
უკვე დაცლილია ორი სადარბაზო. ისინი მერიას ქირით გადაჰყავს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შენობაში ბზარები პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში, რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს და მალევე მიმართეს შესაბამის სამსახურებს. ვარაუდობენ, რომ დაზიანებულია საყრდენი ბოძები. კორპუსი ძველია, ერთი სართულია დაშენებული და არის მიშენებებიც. მერიაში ამბობენ, რომ ექსპერტიზის პასუხს უახლოეს დღეებში ელოდებიან. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, არის თუ არა კორპუსი ავარიული და რამდენად უსაფრთხოა იქ ცხოვრება.