თბილისს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი სტუმრობს. უკვე გაიმართა პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში, რის შემდეგაც, ქართველ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა შედგა. ცოტა ხანში გაკეთდება ერთობლივი განცხადებაც.