საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, ივან ბრაიოვიჩს შეხვდა. საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო. აღინიშნა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.