ბიზნესომბუდსმენის აპარატმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, ბიზნესასოციაციებს მონიტორინგის გამკაცრების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, სექტორული ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ინსპექტირების პროცესში მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.