მონიტორინგი საქართველოს პირველ არხზე. არხი გაშუქებული თემების რაოდენობრივ მონაცემებს ყოველკვირეულად გამოაქვეყნებს. სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით, ითვლება მაუწყებლის მიერ ყველა თემის გაშუქების რაოდენობა, როგორც სატელევიზიო, ასევე რადიო და ონლაინპორტალზე. პროგრამას აქვს საშუალება, მონაცემები გადამოწმდეს თითოეულ თემაზე არსებული კონკრეტული ბმულით, რაც მონიტორინგის ვალიდაციას უზრუნველყოფს. მონიტორინგი დაინტერესებულ აუდიტორიას დაეხმარება, უფრო დეტალურად გაეცნოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასა და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პირველი არხის მიერ სამივე პლატფორმაზე გაშუქებული თემების შესახებ.