DataFest Tbilisi, მონაცემთა საერთაშორისო ინგლისურენოვანი ფესტივალი სრულდება. ფესტივალის მთავარ სცენაზე ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემთა მეცნიერებაზე ორიენტირებული სტარტაპებისთვის, ინვესტორებისა და ამ საკითხით დაინტერესებული სტუმრებისთვის სპეციალური სესიები გაიმართა. ღონისძიების მიზანია, აუდიტორიას აჩვენოს, როგორ ცვლის სოციალური მედია და ინტერნეტი მოვლენების აღქმასა და მათზე რეაქციას. დღის ბოლოს კი გამოვლინდება ჰაკათონის გამარჯვებული, რომელიც Copenhagen Democracy Summit-ზე გაემგზავრება, სადაც, მოგების შემთხვევაში, ფულადი პრიზით დაჯილდოვდება.