პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ხელოვნების მე-14 ეროვნული კონკურს-ფესტივალი ჩატარდა. „მომავლის ვარსკვლავები“ – ასე ჰქვია კონკურსს, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის სამხატვრო და სახელოვნებო სკოლების ხელოვანები მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში, გამარჯვებულს გრან პრი, წარმატებულ ახალგაზრდებს კი სერტიფიკატები და პერსონალური ჯილდოები გადაეცათ. პროექტის მიზანია, სახვითი ხელოვნების პროპაგანდა, ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანების წარმოჩენა და მონაწილე პედაგოგთა წახალისება.