„მომავალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ლაღიძე საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულებისთვის შეწყალების აქტი გამოსცეს.
ლაღიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ციხეებში შეწყალებები აღარ ხდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პატიმრების მიმართ სახელმწიფო ჰუმანური იყოს. „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა ბრიფინგზე სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. ლაღიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს.