ისევ უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მათ გეგმებსა და მოთხოვნებს არ ცვლის. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება, მოლაპარაკებებზე არსებით გავლენას ვერ იქონიებს.
სახელისუფლებო პარტიაში დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში ისევ არ დგას.