მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაცია თბილისში

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის წევრთა პატივსაცემად მიღება გაიმართა. სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. ირაკლი კობახიძემ სამ ქვეყანას შორის მეგობრობისა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

აღნიშნული ღონისძიების გარდა, გუშინ თბილისობის აღსანიშნავად საზეიმო მიღება დედაქალაქის მერის სახელით გაიმართა.

კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თბილისობის დღესასწაული მიულოცა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე.