მოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩევნების და რეფერენდუმის შედეგებზე გავლენა ამომრჩევლების მასობრივმა მოსყიდვამ მოახდინა, თუმცა, მაია სანდუ პირობას დებს, რომ 3 ნოემბერს მეორე ტურს გამართავს. სანდუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლდოვაში რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩევლების მოსასყიდად მხოლოდ ოქტომბერში რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხეს. მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, სასამართლო სისტემამ ეს საკითხი უნდა გადაჭრას.