მოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი მოლდოვაში დაგეგმილი არჩევნების წინ ქვეყნის დესტაბილიზაციას ეცდება. ამის შესახებ მაია სანდუმ რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვის ხელისუფლება ამ საფრთხეებს აცნობიერებს და მათ პრევენციას ცდილობს. ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში 2024 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
მაია სანდუმ უკვე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.