მთავრობის გადადგომა და ქვეყნაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს დღეს მოლდოვის დედაქალაქში გამართულ აქციაზე. დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდა მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი მაია სანდუც და განაცხადა, რომ ქვეყანას სრულიად ახალი მთავრობა სჭირდება, ამისთვის კი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა საჭირო.
სანდუ მოქმედ პრეზიდენტს, იგორ დოდონს ხელისუფლების ძალადობრივი გზით მითვისებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დოდონი ქაოსის პროვოცირებას ცდილობს და მისი მიზანი კრიზისის გაღმავებაა. სანდუს თქმით, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს შურისძიება არჩევნებში დამარცხების გამო სურს.