„მოლდოვა ცდილობს ჩინეთთან კავშირები გააძლიეროს“ – ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მოლდოვასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთაშორისო სამართალს. პოპშოიმ დადებითად შეაფასა ორმხრივი ურთიერთობების მრავალწლიანი პოზიტიური დინამიკა და გამოთქვა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი, განსაკუთრებით ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.