მოლაპარაკების შესაძლებლობა

ოპოზიცია მმართველ გუნდთან ისევ მოლაპარაკებების გამართვას ითხოვს. „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მოლაპარაკება ერთადერთი გამოსავალია. დიალოგს მიესალმება მმართველი გუნდიც. ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ პროცესები დემოკრატიულ ჩარჩოებში უნდა წარიმართოს, თუმცა, კონკრეტული თარიღი, როდის გაიმართება მოლაპარაკება ელჩების მონაწილეობით, ჯერ ისევ უცნობია.

მოამბე