მოლაპარაკების შესაძლებლობა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაიმართოს. არსებული პოლიტიკური ვითარების მოგვარებაში საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ერთვებიან. მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლებას, უშუალო თანამონაწილეობით, დღეს მთელი დღის განმავლობაში ლიეტუვის დელეგაცია ცდილობდა.

ქვეყანაში მყოფი სტუმრები როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მთავარი განსახილველი საკითხი არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების დასტაბილურების გზები იყო.

როგორია მხარეთა პოზიციები დღევანდელი შეხვედრების შემდეგ, ხათუნა გაგნიძე მოგიყვებათ.