როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და რა რესურსი არსებობს შეთანხმების მისაღწევად? – მხარეები ჯერ ისევ კონსულტაციების რეჟიმში არიან, მით უფრო მმართველი პარტიის მხრიდან დაანონსებული კანონპროექტების ფონზე, რაც პარტიების რეგისტრაციის გაუქმებასა და დაფინანსების წესის ცვლილებას ეხება. პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა ფასილიტატორი ელჩისა და სენატორ ჯიმ რიშის კომენტარი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისსა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებაზე კითხვის პასუხად, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა არ უნდა დაუშვას.