ოპოზიციამ 25 თებერვალს დაგეგმილი აქცია გააუქმა. პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ ახლა მმართველი გუნდისგან ელოდებიან მომდევნო ნაბიჯს და მოლაპარაკების მორიგ რაუნდს.
დისკუსიის აუცილებლობაზე საუბრობენ „ქართულ ოცნებაშიც“, თუმცა, მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკების საგანი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ვერ იქნება, რადგან ოპოზიციამ მინიმუმ ერთპროცენტიანი გაყალბება მაინც უნდა დაამტკიცოს.