რეზონანსული აღმოჩნდა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება.
სალომე ზურაბიშვილი ოკუპაციის პრობლემის გადასაჭრელად ნორმანდიული ოთხეულის მსგავსი ფორმატის ამოქმედების მომხრეა. საუბარია უკრაინის აღმოსავლეთში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით 2014 წელს შექმნილ საერთაშორისო ფორმატზე. პრეზიდენტის აზრით, უკრაინისგან გასხვავებით, საქართველო ყველა დიპლომატიურ საშუალებას ვერ იყენებს. სახელმწიფოს მეთაურს შენიშვნები აქვს ჟენევის მოლაპარაკებების ეფექტურობის კუთხითაც და მას ტექნიკურ ფორმატად მიიჩნევს.
ნოდარ ჩაჩუა დაინტერესდა, შეიცვლის თუ არა ომის შემდეგ მოსკოვთან ურთიერთობისთვის 11 წლის წინ შექმნილი საერთაშორისო ფორმატი ფორმას.