დიპლომატების მონაწილეობით პოლიტიკური მოლაპარაკების მეორე რაუნდი შეიძლება კვირის ბოლომდე შედგეს.
განცხადებას ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აკეთებენ. პოლიტიკოსები დადებითად აფასებენ დიალოგის დაწყებას. მათი განცხადებით, პირველ შეხვედრაზე მოხდა პოზიციების დაფიქსირება და მომდევნო რაუნდისთვის ელოდებიან კონკრეტულ წინადადებებს. ოპოზციის განცხადებით, დიალოგის მომავალი დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ პოზიციაზე. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ დიალოგი შესაძლებელია რეალური საკითხების გარშემო.