დასრულდება თუ არა თუ არა კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები შედეგით, ანუ შეთანხმებით – მმართველი გუნდის პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტურია. ფაქტია ისიც, რომ ოპონენტებზე საუბრის დროს „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში სულ უფრო ხშირად ისმის ფრაზა, „ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი“. მაშინ, როცა სახელისუფლებო გუნდი ვადამდელი არჩევნების უსაფუძვლობაზე საკუთარ პოზიციას ბრიუსელიდან მიღებული ბოლო დღეების გზავნილებითაც ამყარებს, ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები ანტიდასავლურ განცხადებებს ააქტიურებენ. მიხეილ სააკაშვილის შეურაცხმყოფელი ეპითეტების ადრესატები ამჯერად აშშ-ის ყოფილი ელჩი და ევროპელი პოლიტიკოსები გახდნენ, შალვა ნათელაშვილმა კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებული შეფასებების შემდეგ რუს მაღალჩინოსანს შეადარა. ხელისუფლების გარდა მოლაპარაკების ხელოვნურად ჩაშლის მცდელობებზე ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც მიანიშნებს.