ოპოზიცია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის დანიშვნას მიმდინარე დღეებში ელოდება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“ და შემხვედრ ნაბიჯს უმრავლესობისგან ელოდებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასახელებულ თემებზე კონსენსუსის მიღწევას ოპონენტები 16 მარტამდე შეეცდებიან. ეს ის დროა, როცა ბრიუსელში პრემიერის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია უნდა ჩავიდეს. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე, ოპოზიციური ერთობა მოლაპარაკების გაგრძელებას გამორიცხავს.
მოამბე