ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა უარს ამბობს მინსკში რუსეთთან მოლაპარაკების გამართვაზე. მისი თქმით, უკრაინა მოლაპარაკებებს ვერ გამართვას იმ ქვეყანაში, საიდანაც უკრაინის მიმართულებით რაკეტები მიფრინავს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დელეგაცია უკრაინის მხარესთან მოლაპარაკებებისთვის ბელარუსში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის დელეგაცია, რომელიც შედგება საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, ჩავიდა ბელორუსიაში უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის. ჩვენ მზად ვიქნებით ამ პროცესის დასაწყებად“ – განაცხადა რუსეთს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.