მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში

ჯერ ისევ უცნობია, როდის შედგება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, თუმცა პოლიტიკურ სპექტრში აცხადებენ, რომ არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია. ოპოზიცია აცხადებს, რომ მესამე რაუნდზე ისინი „ქართული ოცნების“ პასუხს ელიან იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციას აქვს დაყენებული.

მმართველი გუნდი კი, მესამე რაუნდის გამართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ახლა საჭიროა ყველა მხარე ვითარებას პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

მოამბე