როდის შედგება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი – კონკრეტული თარიღი ისევ უცნობია. „ქართულ ოცნებაში“ მოლაპარაკებების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ მესამე რაუნდზე უკვე შესაძლებელი იქნება კონსენსუსის კონტურების გამოკვეთა. ოპოზიცია კი დღის წესრიგში იგივე მოთხოვნებს აყენებს. პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას მხოლოდ ერთი პირობით – რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში დათანხმდებიან.
მოამბე