ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართება. რა წინადადებები იქნება წარმოდგენილი, ამის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. პარტია „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, იკვეთება კონტურები, რომ ელჩების ჩართულობით მესამე რაუნდის ირგვლივ კომპრომისული შეთანხმება მოხდება.