მოლაპარაკებების მეოთხე და ყველაზე ხანგრძლივი რაუნდი დასრულდა – შეთანხმება ისევ არ არსებობს. პარლამენტის პირველ სხდომამდე სამი დღით ადრე, აშშ-ის ელჩის რეზიდენციიდან გამოსული მხარეები ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ან ამ საკითხზე პლებისციტის ჩატარებისა და ოპოზიციის მიერ მითითებული პატიმრების გათავისუფლების ნაწილში, პროგრესი კვლავ არ არის. თუმცა, გარკვეული კონსენსუსი არსებობს საარჩევნო რეფორმაზე. ჯერ კიდევ დილით, დიალოგში გარკვეულ პროგრესზე მიუთითებდა ევროკავშირის ელჩი, რომლის აზრით, ყველა მხარეს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.
დღევანდელ დიალოგამდე, ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები მოლაპარაკების ყველა დეტალისა და თითოეული ოპოზიციური პარტიის მოსაზრებების გასაჯაროებას აანონსებდნენ.