საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე ახალ წინადადებას წარადგენს ოპოზიცია. მმართველი გუნდის შეთავაზება კი არ შეიცვლება. ინიციატივა, რომელიც 100/50-ზე პრინციპს გულისხმობს, ისევ ძალაშია. თუმცა, ეს მოდელი „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის მიუღებელია. როდის დასხდებიან მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან, ჯერჯერობით, ისევ დაუზუსტებელია.