ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „მოამბე – დღის თემაში“ საკითხზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა.
ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში მედიატორი მხარის მიერ დოკუმენტში შემოთავაზებული იყო 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის იდეაც, რაც, მისი თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხსაც გადაწყვეტდა. თუმცა, როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ინიციატივა არცერთმა მხარემ მიიღო და საკითხი დოკუმენტიდან საბოლოოდ გაქრა.
ამავე თემაზე „მოამბე დღის თემაში“ პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიცია კომპრომისული ნაბიჯებისთვის მზად არ აღმოჩნდა.
დღის თემა