რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება დღეს თეირანში. ეს იქნება ასტანას ფორმატის რიგით მე-7 სამმხრივი დისკუსია. რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ირანის დედაქალაქში უკვე ჩავიდა და ირანის პრეზიდენტთან გამართა მოლაპარაკება. სამმხრივი სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ცალკე შეხვედრაც. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზეც ისაუბრებენ, ასევე განიხილავენ სირიის საკითხს. როგორც მედია საშუალებები იტყობინებიან, სირიაში თურქეთი ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აპირებს, რასაც მოსკოვი ეწინააღმდეგება.