„მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხი

შეერთებული შტატები გმობს რუსეთის განგრძობით თავდასხმებს უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში და მოუწოდებენ მოსკოვს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა მარცვლეულის შესანახ ობიექტებზე გასულ ღამეს, მაგრამ ოდესიდან პირველი სატვირთო გემი გავიდა მას შემდეგ, რაც 17 ივლისს, „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადის ამოწურვის შემდეგ რუსეთმა ხელშეკრულება დატოვა.