მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემაზე – რა დათმობაზე წავლენ მხარეები და როგორია ოპოზიციის გეგმა. ჩატარდება თუ არა საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი სისტემით. ცვლილებების განხორციელებისთვის ცოტა დრო რჩება. მთავარი სადავო საკითხი კი პარტიული სიითა და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობაა. დიპლომატიური კორპუსის არაერთი მოწოდების მიუხედავად, შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის.