ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია, დაუბრუნდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდას ხელისუფლება და მათი ოპონენტები, საარჩევნო საკითხებზე მსჯელობისთვის. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ სანამ მათი თანამოაზრეები საპატიმროდან არ გათავისუფლდებიან, დიალოგში არ ჩაერთვებიან. უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ მათი შეთავაზება 100/50-ზე ისევ ძალაშია და მმართველი გუნდი კონსულტაციებს ინდივიდუალურ რეჟიმში განაგრძობს.