დღეს გახდება ცნობილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე რა ფორმით გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. პარტიის ერთ-ერთი წევრის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია.
„ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით კი, „ნაციონალური მოძრაობა“ განიცდის პარტიულ და პოლიტიკურ კრიზისს. მათიკაშვილის განცხადებით, საზოგადოება აღნიშნული პარტიისგან მხოლოდ დესტრუქციას ელის.