როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი, ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. მმართველი პარტიის მხრიდან დაანონსებული კანონპროექტების ფონზე, ოპოზიციაში განწყობა მეხუთე რაუნდის მიმართ სკეპტიკურია, თუმცა, შეხვედრისთვის ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დაძაბული ფონის მიუხედავად, მოლაპარაკების რესურსი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებობს. მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ მმართველ გუნდშიც.