მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის მოლოდინი და უცვლელი პოზიციები – არსებობს თუ არა კონსენსუსის მიღწევის რესურსი. მხარეები შეხვედრის და დისკუსიის მზაობას გამოთქვამენ, თუმცა ბუნდოვანია მოსალოდნელი შედეგი. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ხელახალი არჩევნები მათთვის შეუცვლელი საკითხია. მმართველ გუნდში კი იმედს გამოთქვამენ, რომ მათი ოპონენტები პარლამეტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ.