როდის გაიმართება მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჯერჯერობით უცნობია. დიპლომატიური კორპუსი, რომელიც პირველი შეხვედრის ინიციატორი იყო, მხარეებს დიალოგისა და თანამშრომლობისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
გერმანიის ელჩის თქმით, პროტესტის გამოხატვა დემოკრატიის ნაწილია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პროცესმა აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე ჩაიაროს.