მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით

ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეხვედრების პარალელურად თბილისში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები გრძელდება.

ოთხდღიანი ინტენსიური კომუნიკაციის და ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველი გუნდის და ოპოზიციის ლიდერები აღარ მისულან. ადგილზე მხოლოდ აშშ-ის ელჩი იმყოფებოდა. ბოლო შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“ გუშინ ღამით დასრულდა. თუ ხელისუფლების განცხადებებს დავეყრდნობით, პოზიციების დაახლოებაში წინსვლაა. როგორც დღეს ჟოზეფ ბორელის გამოსვლიდან გახდა ცნობილი, უახლოეს დღეებში შარლ მიშელის მიერ თბილისში გამოგზავნილი პირადი წარმომადგენელი მხარეებს კონკრეტულ შეთავაზებას გააცნობს.

გაჩნდა თუ არა შეთანხმების ნიშნები – ხელისუფლების და ოპოზიციის განწყობებს და მოლოდინს ნათია ქენქაძე გაგვაცნობს.