კრისტიან დანიელსონის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან

კომპრომისის და გამოსავლის ძიების მეოთხე დღე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი თბილისში დარჩა. კრისტიან დანიელსონი საქართველოდან დღეს უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა შეთანხმება ან შეთანხმების ნიშნები ჯერ ისევ არ იკვეთება, ამიტომ შვედმა დიპლომატმა ვიზიტი გაახანგრძლივა. ამ წუთებში დანიელსონი ისევ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ხვდება. როგორც ჩანს, მმართველ გუნდს ოპოზიციასთან დღეს დილით გამართული შეხვედრისას მოსმენილ პოზიციებს გააცნობენ. თუ ირაკლი კობახიძის განცხადებებს დავეყრდნობით, მმართველ გუნდს მოლაპარაკებათა მაგიდასთან რამდენიმე წინადადება აქვს მიტანილი.