მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით

მოლაპარაკებების კვლავ უშედეგოდ დასრულებაში, შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. ოპოზიციის განცხადებით, ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, უცვლელი და მთავარი მოთხოვნებია. თუმცა იყო თემები, რაზეც პოზიციები დაახლოვდა, საუბარია საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმაზე.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ შეთანხმების მიღწევას ხელი სწორედ ოპოზიციის ულტიმატუმმა შეუშალა, რაც ხელახალ არჩევნებს გულისხმობს. კიდევ ერთი საკამათო საკითხი, მმართველი პარტიის განმარტებით, გიორგი რურუას განთავისუფლების საქმეა.