ევროკავშირის მეორე მცდელობა და საბოლოო შეთანხმების მოლოდინი. კრისტიან დანიელსონი რამდენიმე საათში თბილისში ჩამოვა და უცვლელი ამოცანით ორშაბათიდან დიალოგს განაახლებს. რა დათმობებისთვის არიან მზად თავად ოპოზიციასა და მმართველ გუნდში. მხარეები კომპრომისულ გადაწყვეტილებებს აანონსებენ.
ექნება თუ არა შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელს შეთანხმებისთვის საჭირო კონკრეტული წინადადებები და როგორია არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზება. ვინ რას დათმობს და მოხერხდება თუ არა შეთანხმება, ცნობილი მომავალ კვირას უნდა გახდეს.