მოლაპარაკებების გადამწყვეტი, მეორე რაუნდი ევროკავშირის წარმომადგენლის მედიაციით და შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან. გამგზავრებამდე რამდენიმე საათით, ადრე კრისტიან დანიელსონმა მხარეებთან შეხვედრები დილიდან ჩანიშნა, – ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი მეორე დღეა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მასპინძლობს. ჯერ „ქართულ ოცნებას“, ახლა კი შვედი დიპლომატი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდება.
მოლაპარაკებების შემდეგ, სავარაუდოდ, პოლიტიკურმა კონკურენტებმა შეხვედრის თარიღიც უნდა დათქვან. სალომე – რა განცხადებები გაკეთდა „ქართული ოცნებისა“ და შვედი დიპლომატის შეხვედრის შემდეგ? – სალომე ქოქიაშვილი მუშაობს თემაზე.
მოამბე