ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის. გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემაზე მომავალ ოთხშაბათამდე უნდა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა შეუძლებელი გახდება. ამ ეტაპზე, არაფორმალურ შეხვედრებზე, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა ინიციატივით იმართება, ოპოზიცია და უმრავლესობა მაჟორიტარული და პროპორციული მანდატების თანაფარდობასა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მსჯელობს.
მხარეებს შორის უკვე არსებობს თანხმობა იმის თაობაზე, რომ პარტიამ, რომელიც პროპორციული წესით 40 პროცენტზე მეტ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლოს. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი, ორკომპონენტიან პირობაზე საუბრობს – ოპოზიციური პატიების ნაწილის აზრით, საარჩევო სისტემაზე შეთანხმება პირდაპირ არის დაკავშირებული იმ პირთა გათავისუფლებაზე, რომლებსაც ისინი პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. სხვა შემთხვევაში ოპოზიციის ეს ნაწილი კონსენსუსის მიღწევას გამორიცხავს.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ დღეს, 16 საათზე უმრავლესობის სხდომა გაიმართება.