ამ დრომდე გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება. მმართველი გუნდის განცხადებით, დიალოგის ჩაშლას ოპოზიციის ის ნაწილი ცდილობს, ვინც წარსულში უმძიმეს დანაშაულებზე და არჩევნების გაყალბებაზეა პასუხისმგებელი.
რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებებს, ოპოზიციის ნაწილი დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე მიუთითებს, ნაწილი კი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.