უცნობია, როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი. მმართველი გუნდი დიალოგის დაწყებას დემოკრატიული პროცესების განვითარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ შეხვედრა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას ემსახურებოდა. გუნდში იმედს გამოთქვამენ, რომ ეს პროცესი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, კონკრეტული შედეგით დასრულდება.